Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                  

№ 09/29 - 01

02.03.2021

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. თამთა თოდაძე - „ტურიზმის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა პოსტკრიზისულ პერიოდში“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   გულნაზ ერქომაიშვილი

დოქტორანტ ლელა მამალაძის  სადისერტაციო  თემის ცვლილება. დაუმტკიცდეს: „ინტერესთა ჯგუფების ფორმირებისა და ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მათი გავლენის თავისებურებები საქართველოში“

                    მეცნიერ-ხელმძღვანელი -  ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი

დოქტორანტ მარიამ ბიწაძის სადისერტაციო თემის ცვლილება. დაუმტკიცდეს: „ინოვაციების ეროვნული სისტემის ფორმირებისა და განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“

                   მეცნიერ-ხელმძღვანელი -  ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი

2. დოქტორანტ რატი მექვაბიშვილს, მეცნიერ-ხელმძღვანელების - ასოცირებული პროფესორი ინგა ბალარჯიშვილის და პროფესორ ჯონათან შულცის ნაცვლად, დაენიშნოს ასოცირებული პროფესორი მარინე ნაცვალაძე და პროფესორი კრის სტარმერი.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი         გიორგი ღაღანიძე